მოგეხსენებათ, რომ “ბარსელონამ” ლუის სუარესის წითელი ბარათი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში უკვე გაასაჩივრა, თუმცა უარყოფითი პასუხი მიიღო.
“ბარსელონამ” მიიღო გადაწყვეტილება, რომ ურუგვაელის დისკვალიფიკაციაზე სააპელაციო წერილი CAS-ში (სპორტული საარბიტრაჟო კომიტეტი) შეიტანოს.
კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: “დისკვალიფიკაცია ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ფეხბურთელმა ბარათი განზრახ უხეშობისთვის მიიღო, ეს იყო მითითებული მატჩის ოფიციალურ ანგარიშში.”
