მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “ბარსელონა” არ უნდა დანებდეს, ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა”

ჩავი: “ბარსელონა” არ უნდა დანებდეს, ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა”

კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ჩავი ერნანდესმა მშობლიურ კლუბზე ისაუბრა, რომელმაც “პარი სენ-ჟერმენთან” გამანადგურებელი მარცხი იწვნია.

“ბარსელონამ” მატჩის მიმდინარეობისას მეტოქის კართან საგოლე მომენტები ვერ შექმნა, ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ პსჟ ბევრად აგრესიული და მონდომებული იყო. მათი თამაშის რიტმი ბევრად ჯობდა “ბლაუგრანასას”.

ინიესტა და ბუსკეტსი ტრავმიდან ახლახანს დაბრუნდნენ და ჯერჯერობით საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ არიან, ესიც ერთ-ერთი განმაპირობებელი იყო ამ დიდი კრახისა.

“ბარსელონა” არ  უნდა დანებდეს, ახლა ამის დრო არ არის. ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა, “ბარსა” კვლავ ჩემპიონთა ლიგაზეა. გასაგებია, რომ გუნდს ურთულესი ამოცანა აქვს, თუმცა ფეხბურთელებმა აუცილებლად უნდა იბრძოლონ.” – განაცხადა ჩავიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში