ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდმა, პაულო დიბალამ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენის” დაპირისპირება შეაფასა, სადაც კატალონიურმა კლუბმა კრახი განიცადა (0:4).
“ასეთი შედეგი მეტწილად “პარი სენ-ჟერმენის” მიერ ნაჩვენები თამაშის დამსახურებაა და არა “ბარსელონას” ჩავარდნის. ფრანგებმა წარმატებით გამოიყენეს პრესინგი და რამდენიმე ლამაზი გოლის გატანა მოახერხეს.“-ციტირებს თავდამსხმელის სიტყვებს SquawkaNews.
როგორც იცით, “ბარსელონასა” და “იუვენტუსს” შორის დიბალას ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება შედგა.
