“ლივერპულის” ლეგენდარულ ფეხბურთელს, სტივენ ჯერარდს გული სწყდება, რომ 2014 წელს ურუგვაელმა ლუის სუარესმა ინგლისური კლუბი დატოვა.
“ინგლისის ჩემპიონატში ბევრი კარგი გუნდი თამაშობს, მაგრამ ლუის სუარესთან ერთად “ლივერპულს” ტიტულის მოგების უფრო დიდი შანსი ექნებოდა.
მასთან ერთად გუნდს საგოლე მომენტის შექმნა და თანაგუნდელებისთვის სივრცის გათავისუფლებით, მეტოქისთვის სიტუაციის გართულება შეუძლია. ის უბრალოდ ფენომენალური ფეხბურთელია. სუარესი “ბარსელონაში” უფრო მაღალ დონეზე ავიდა.”-ამბობს ჯერარდი.
