“ეიბარის” მცველი, ანდერ კაპა “ბარსელონაში” არ გადავა.
El Correo-ს ინფორმაციით, ბასკებმა 24 წლის ესპანელი ფეხბურთელის “ბარსელონაში”, 2 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდვაზე უარი თქვეს. კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კლუბის ხელმძღვანელობას ალეიშ ვიდალის შემცვლელის პოვნა სთხოვა, რომელიც მძიმე ტრავმის გამო 5 თვით იუქმებს. “ბარსელონას” ლა ლიგის წესებით შეუძლია, რომ არასატრანსფერო პერიოდში, პრიმერას ნებისმიერი გუნდიდან ფეხბურთელი შეიძინოს.
ამ სეზონში, კაპამ “ეიბარის” მაისურით 21 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
