“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ნეიმარმა, “პარი სენ-ჟერმენთან” გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, (0:4) კომენტარი გააკეთა.
“ეს “ბარსელონასთვის” არატიპიური მატჩი იყო და ასეთი მარცხი რთული გადასატანია. თუმცა, პსჟ-მ ეს წარმატება დაიმსახურა. მათ შესანიშნავად ითამაშეს, უახლოვდებოდნენ ჩვენს კარებს და ძალიან კარგად იტანდნენ. ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ შემდეგ თამაშზე. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა სიტუაციის შეცვლას. 1/4 ფინალში გასვლა – ჩვენი დავალების განხორციელებისთვის ძალიან რთული, პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ამის გამორიცხვა არ შეგვიძლია.” – ციტირებს ნეიმარს AS.
საპასუხო მატჩი 8 მარტს, “კამპ ნოუზე” შედგება.
