კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ფრანგმა განაპირა მცველმა, ლუკა დინმა “პარი სენ-ჟერმენთან” გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
“MSN შეუდარებელი ტრიოა. მესი, სუარესი და ნეიმარი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელები არიან და ჩემთვის პატივია ვიყო მათ გვერდით, როგორც ფეხბურთელი და, როგორც კაცი.
“ბარსელონაში” ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ ეს მართლა ერთი დიდი ოჯახია. ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ყველას თბილად ხვდება.
პირადად ჩემთვის “ბარსელონა” მსოფლიოში უდიდესი კლუბია და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის ეს ასეა.” – განაცხადა დინმა.
