“ბარსელონას” ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მარკ ინგლამ, ისაუბრა იმის შესახებ თუ რატომ ვერ შეძლო ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კატალონიურ კლუბში თავის დამკვიდრება. იბრამ “ბლაუგრანას” რიგებში 1 სეზონი გაატარა (2009/10) რის შემდეგ, ის “მილანს” შეუერთდა.
“იბრაჰიმოვიჩი არის ნამდვილი ცხოველი, მანქანა, რომელსაც სხვა მანქანასთან ერთად მოუწია თამაში. ზლატანი სტატიკური იყო, მესის კი მეტი სივრცე სჭირდებოდა. შვედმა ძალიან დიდი ადგილი დაიკავა. ვფიქრობ, ამან მათ შორის უთანხმოება გამოიწვია.”-ამბობს მარკ ინგლა.
