“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრე გომეშმა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩთან დაკავშირებით ჟურნალისტებს მოლოდინი გაუზიარა. შეხვედრა 14 თებერვალს 23:45 საათზე გაიმართება.
“ხვალ მძიმე შეხვედრა გველის. პსჟ ფეხბურთისგან სიამოვნებას იღებს. ყველაზე მთავარი მომდევნო ეტაპზე გასვლაა, ხოლო სხვა დანარჩენს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს.
“ბარსელონას” თავისი ხელწერა აქვს, რომელზე უარის თქმას ჩვენ არ ვაპირებთ.
ინიესტა და ბუსკეტსი ის მოთამაშეები არიან, რომლებზეც მთელი მსოფლიო იღებს ორიენტაციას. მათგან ყოველდღე ბევრ რამეს ვსწავლობ.”-ციტირებს გომეშის სიტყვებს “ბარსელონას” პრეს-სამსახური.
