მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ “ბარსელონადან” გერმანულ გუნდში ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ესპანელი ფეხბურთელის თქმით, მან ხოსეპ გვარდიოლას უარით გასტუმრება ვერ შეძლო.
“ეს რთული გადაწყვეტილება იყო. ლა მასიაში გაზრდილი ფეხბურთელები “ბარსელონაში” თამაშზე ოცნებობენ, მაგრამ ყველა ვერ ახერხებს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას და ადგილის დამკვიდრებას. გვარდიოლასგან ბევრი რამ ვისწავლე და მისი უარით გასტუმრება ვერ შევძელი. ის მე მენდობოდა, ხოლო მე – მას.”-ციტირებს ალკანტარას სიტყვებს outside90.
ტიაგო ალკანტარამ “ბარსელონას” პირველი გუნდის რიგებში 11 გოლის გატანა მოახერხა. ის “ბაიერნს” 2013 წელს 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
