კომპანია Pirelli-ს პრეზიდენტმა, მარკო ტრონკეტიმ მის მიერ, ლიონელ მესის სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა. ნოემბრის ბოლოს პროვერამ განაცხადა, რომ დიდი ხანია ოცნებობს არგენტინელის “ინტერში” ხილვაზე.
“ჩემი სიტყვები მესისთან დაკავშირებით? ეს იყო პროვოკაცია გუნდის სტიმულირებისთვის. ტოპ-ფეხბურთელები კლუბში არიან. მომავალში, როგორც გულშემატკივარს, იმედი მაქვს, რომ ჩვენს რიგებს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები შეავსებენ. მომავალს იმედიანად ვუყურებ.”-ციტირებს პროვერას Football Italia.
