“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა, ლუკას მოურამ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩთან დაკავშირებით ჟურნალისტებს მოლოდინი გაუზიარა. ბრაზილიელმა მოთამაშემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება “ბარსელონას” შეჩერება.
“რა თქმა უნდა, ჩემთვის ისინი ფავორიტები არიან, მაგრამ დაუმარცხებელი კლუბი არ არსებობს. “ბარსელონა” მსოფლიოში საუკეთესოა და ამ გუნდს პატივს ვცემთ.
ლიონელ მესის შეჩერება წესების დაურღვევლად შეუძლებელია. მას ბურთის მიღებაში ხელს შევუშლით. ორგანიზებულად უნდა ვითამაშოთ.”-ამბობს მოურა.
მესი ჯერჯერობით, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია.
