workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მრავალფეროვნება დაცვისათვის

მრავალფეროვნება დაცვისათვის

დღეს გვარდიოლამ რაც შეიძლება საბრძოლო შემადგენლობა უნდა გამოიყვანოს მოედანზე, რადგანაც მატჩი ძალზე მნიშვნელოვანია. არსებობს ძალიან ბევრი ვარიანტი შემადგენლობისა, განსაკუთრებით დაცვაში. 

ნომინალურად “ბარსელონას” ჰყავს მცველები: ალვეში, პიკე, პუიოლი, მილიტო, მაქსველი, ადრიანო, აბიდალი. მაქსველი გამოირიცხა, რადგანაც მას ტრავმა აწუხებს და “სან – მამესის” სტადიონზე ვერ შეძლებს თამაშს. პუიოლთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, მას ახალი მოშუშებული აქვს ტრავმა, როგორც მილიტოს, ამიტომაც მათი თამაში ერთგვარად კითხვისნიშნის ქვეშაა. გამოჯანმრთელებული და მზად ყოფნაში არიან ალვეში, პიკე, აბიდალი და ადრიანო. ეს  4 ფეხბურთელი შესაძლოა ერთად ვიხილოთ მოედანზე, რადგანაც აბიდალს შეუძლია დაცვის ცენტრში თამაში და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია.

არსებობს ალტერნატივაც, მოგეხსენებათ, გვარდიოლას სჩვევია სიურპრიზები, მაგალითად “ლევანტეს’ წინააღმდეგ დაცვის ცენტრში სერხიო ბუსკეტსი მოგვევლინა. მაგრამ მაშინ არ იყო პუიოლი და პიკე, მილიტოს თამაშიც ეჭვგარეშე იყო. დღესაც ორის თამაში ეჭვგარეშეა მაგრამ წინანადელთან შედარებით შანსები მოედანზე მათი ხილვისა მეტია.

თუ რა შემადგენლობა იქნება ეს არავინ იცის, ეს მხოლოდ და მხოლოდ გვარდიოლას აქვს გადაწყვეტილი.  

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში