როგორც იცით, “ბარსელონას” მარჯვენა მცველი ალეიშ ვიდალი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს, რის გამოც კატალონიურმა კლუბმა ესპანეთის პრიმერადან ფეხბურთელის შეძენის ან თავისუფალი აგენტის გაფორმების უფლება მიიღო.
მადრიდული Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქამდე “ბარსელონა” “შახტარის” ფეხბურთელის, დარიო სრნას შეძენის ვარიანტს განიხილავდა. დონეცკელები 34 წლის ფეხბურთელის უფასოდ გასაშვებად მზად იყვნენ, მაგრამ ხორვატი პირადი კონტრაქტის პირობებმა არ დააკმაყოფილა.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, კატალონიური კლუბი სრანს კანდიდატურას აღარ დაუბრუნდება და სხვა ვარიანტებს განიხილავს.


