მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გონსალესი: “რაზე ფიქრობდა ალეიშ ვიდალი?”

გონსალესი: “რაზე ფიქრობდა ალეიშ ვიდალი?”

ყოფილი არბიტრის, იტურალდე გონსალესის აზრით, “ბარსელონას” განაპირა მცველი, ალეიშ ვიდალი თავად არის დამნაშავე იმაში რომ, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 22-ე ტურის მატჩში, “ალავესის” წინააღმდეგ (6:0), უმძიმესი დაზიანება მიიღო.

“რაზე ფიქრობს ალეიშ ვიდალი, როცა ანგარიში 6:0-ია და ასეთ სადავო მომენტში ბურთისთვის იბრძვის?”-წერს გონსალესი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

17 წლიანი კარიერის განმავლობაში (1995-2012) გონსალესი სამჯერ იყო “ელ კლასიკოს” მთავარი არბიტრი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში