“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა “ალავესთან” მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“თამაში კარგად ჩავატარეთ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ვიდალი დიდი ხანი არ იუქმებს. იმ მომენტში მე მის გვერდით ვიყავი და ტრავმა საშინლად გამოიყურებოდა.
თავიდან მის გამო ძალიან შევშინდი. ვიმედოვნებ, სერიოზული არაფერი იქნება და ვიდალი მალე დაბრუნდება.
ყველაფერი დასაწყისიდანვე გამოგვივიდა, მაგრამ პირველ გოლამდე საკმარისად დიდი ხანი ლოდინი მოგვიწია. ამის შემდეგ ჩვენ უპირატესობის გაზრდა დავიწყეთ.
ბოლო მატჩებში თავი კომფორტულად ვიგრძენი.
არ მსურდა “ალავესს” უპატივცემულოდ მოვქცეულიყავი, ამიტომაც გოლი უხეშად არ აღვნიშნე. არ არის აუცილებელი გაიხადო მაისური, როდესაც 5:0-ს იგებ.” – განაცხადა რაკიტიჩმა.
