სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ლა ლიგის 22-ე ტურის მატჩი “ესტადიო მენდისოროსაზე” “ალავესსა” და “ბარსელონას” შორის, სტუმრებმა გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვეს.
კატალონიელებმა “ალავესთან” რევანში აიღეს და მეტოქეს ანგარიშით 6:0 სძლიეს. გოლები ლუის სუარესმა (2), ნეიმარმა, მესიმ და რაკიტიჩმა გაიტანეს, ერთი გოლის საკუთარ კარში ალექსისმა გაიტანა.
სამწუხაროდ, მატჩმა არც “ბარსელონასთვის” ჩაიარა კარგი შედეგით. შესანიშნავ ფორმაში შესულმა ალეიშ ვიდალმა, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაშიც გამოიჩნა თავი საგოლე პასით, უმძიმესი ტრავმა მიიღო.
