არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ედგარდო ბაუსამ კატალონიის “ბარსელონას” სუპერვარსკვლავ ლიონელ მესიზე ისაუბრა.
“მესი ამ სეზონში ძალიან კარგად გამოიყურება და შედეგიც სახეზეა, არგენტინელი თავის გუნდთან ერთად ესპანეთის სამეფო თასის ფინალში გავიდა.
ბოლო რამდენიმე თვეა მესი შესანიშნავ ფორმაშია. ვიმედოვნებ, რომ იგი შეძლებს და ამ ფორმას ბოლომდე შეინარჩუნებს.” – განაცხადა ბაუსამ.
