“პარი სენ ჟერმანის” ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წინ “ბარსელონაზე” ისაუბრა.
“წინ ძალიან რთული მატჩი გველის “ბორდოს” წინააღმდეგ, ისინი ძალიან კარგ ფორმაში არიან და უნდა ვუფრთხილდეთ.
“ბარსელონასთან” შეხვედრა? ჯერ მხოლოდ ლიგა 1-ის მომავალ ტურზე ვფიქრობთ, ამის შემდეგ კი მესისა და ნეიმარისთვის დავიწყებთ მზადებას.” – განაცხადა ემერიმ.
