მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარულმა ფორვარდმა, რაულ გონსალესმა განაცხადა, რომ “ბარსელონას” წვლილი “სამეფო კლუბის” წარმატებაში შეუფასებელია. მისი თქმით, ამ ორ გრანდს პროგრესისთვის ერთმანეთი სჭირდება.
“ჩემი აზრით, ესპანეთის ჩემპიონატისთვის კარგია, რომ ტურნირში მონაწილეობას იღებს ისეთი მაღალი დონის გუნდი, როგორიც “ბარსელონაა” და აგრეთვე, საოცარი მოთამაშე ლიონელ მესის სახით.
“რეალი” კატალონიური კლუბის გარეშე ისეთი ვერ იქნებოდა, როგორიც მოცემულ მომენტშია და – პირიქით.”-ამბობს რაული.
მოცემულ მომენტში ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ლიდერი მადრიდის “რეალია”, 46 ქულით. მეორე ადგილს “ბარსელონა” იკავებს. სხვაობა ამ ორ კლუბს შორის 1 ქულაა, მაგრამ “სამეფო კლუბს” თადარიგში 2 შეხვედრა აქვს.
