მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუარესი: “ბარსელონას” ფეხბურთელების თავმდაბლობამ გამაკვირვა”

სუარესი: “ბარსელონას” ფეხბურთელების თავმდაბლობამ გამაკვირვა”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამ გააკვირვა ყველაზე მეტად 2014 წელს, “ლივერპულიდან” კატალონიურ კლუბში გადასვლისას. ურუგვაელმა ფორვარდმა “ბლაუგრანას” მოთამაშეების პიროვნული თვისებები აღნიშნა.

“ბარსელონას” დონის გუნდში გადასვლისას ფიქრობ, რომ იქ ყველაფერი სხვანაირადაა. მესისა და დანარჩენი მოთამაშეების თავმდაბლობამ გამაკვირვა. ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. აქ, არავინ არ აყენებს საკუთარ თავს სხვაზე მაღლა.

როცა მესის, ნეიმარისა და ინიესტას დონის ფეხბურთელებს ხედავ, რომლებიც “ბარსელონას” ღირსებას მრავალი წლის განმავლობაში იცავენ, ტიტულებს იგებენ, დაუღალავად მუშაობენ და ოჯახს დროს უთმობენ, სიამაყის გრძნობა გეუფლება და ხვდები, რომ სწორი არჩევანი გააკეთე.”-თქვა სუარესმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში