“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი ფორვარდის, ლიონელ მესის შეჩერება. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
“ეს რთული დავალებაა. მესის განეიტრალებისთვის მთელმა გუნდმა უნდა იბრძოლოს, რაც ჩვენ შეგვიძლია. თუ ბოლომდე დავიხარჯებით და მწვრთნელის მითითებებს შევასრულებთ, ლეოს შევაჩერებთ. საკუთარ თამაშზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია და ბურთი ვაკონტროლოთ.
“ბარსელონას” უჭირს თამაში, როცა ბურთს კარგავს.”-ამბობს დი მარია.
