მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრკიჩი: “გვარდიოლა? “ბარსელონაში” ჩემი საუკეთესო მწვრთნელი რაიკაარდი იყო”

კრკიჩი: “გვარდიოლა? “ბარსელონაში” ჩემი საუკეთესო მწვრთნელი რაიკაარდი იყო”

“სტოკ სიტის” თავდამსხმელმა, ბოიან კრკიჩმა, რომელიც არენდის წესებით “მაინცში” გადავიდა, “მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელზე, ხოსეპ გვარდიოლაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი კრკიჩთან ერთად “ბარსელონაში” მუშაობდა. კრკიჩმა ასევე “ბარსელონას” კიდევ ერთი ყოფილი მწვრთნელი, ფრანკ რაიკაარდიც არ დაივიწყა.

“გვარდიოლა? მისი მუშაობა თავის შეგირდებთან ძალიან ინტენსიურია. თუმცა, სხვა სპეციალისტები სხვა ქვეყნებში თავიანთ გუნდებთან იგივენაირად მუშაობენ. “ბარსელონაში” ჩემი საუკეთესო მწვრთნელი რაიკაარდი იყო.” – განაცხადა კრკიჩმა.

ბოიან კრკიჩი “ბარსელონას” ღირსებას 2006-დან 2011 წლამდე იცავდა. მან არენდით ისეთ გუნდებში ითამაშა, როგორებიცაა “რომა”, “მილანი” და “აიაქსი”. კატალონიური კლუბი კრკიჩმა სათამაშო პრაქტიკის ძიებაში დატოვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში