კატალონიის “ბარსელონას” 2 საკვანძო ფეხბურთელს, ანდრეს ინიესტასა და სერხიო ბუსკეტსს, რომელთაც ტრავმა აწუხებდათ, მწვანე შუქი აუნთეს.
ესპანელი ნახევარმცველები “ატლეტიკოსთან” გასამართ საპასუხო მატჩს სრულ მზადყოფნაში ხვდებიან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რამდენად ენდობა ასტურიელი სპეციალისტი დღეს მათ.
“ანდრეს ინიესტასა და სერხიო ბუსკეტსის დაბრუნება ჩვენთვის ძალიან კარგი სიახლეა. ყველა ერთად ვნახავთ ითამაშებენ თუ არა ისინი დღეს სასტარტო შემადგენლობიდან.” – განაცხადა ლუის ენრიკემ.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამ დროისათვის “ბარსელონას” ლაზარეთში ერთადერთი ფეხბურთელია, ეს წარბგატეხილი რაფინიაა, რომლის დაბრუნებას “პარი სენ ჟერმენთან” მატჩისთვის იგეგმება.
