მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” “ბაიერნის” ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენა სურდა

“ბარსელონას” “ბაიერნის” ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენა სურდა

“ბარსელონა” მიუნხენის “ბაიერნის” 18 წლის ნახევარმცველით, ტიმოტი ტილმანით ინტერესდებოდა. ამაზე ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა.

“ბარსელონას” მხრიდან კონკრეტული წინადადება იყო. ისინი ტიმოტის რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ და ახალ სეზონზე მისი შეძენა სურდათ. გეგმა იმაში მდგომარეობდა, რომ მას მალევე “ბარსელონას” ძირითად გუნდთან ერთად ევარჯიშა და მეორე გუნდში ეთამაშა.

“ბაიერნმა” უარი თქვა, ული ჰენესმა მის გადასვლას პირადად დაადო ვეტო. ისინი ფეხბურთელზე სერიოზულ ფსონს აკეთებენ.” – განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა, კრისტიან რესნერმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში