“ბარსელონა” დღეს “კამპ ნოუზე” მადრიდის “ატლეტიკოს” უმასპინძლბეს, კატალონიელთა არგენტინელი ლიდერი, ლეო მესი რთულ მდგომარეობაშია, ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში იგი სამეფო თასის ფინალს გამოტოვებს.
მესი ინტელიგენტი ფეხბურთელია, მან იცის თუ როგორ უნდა აირიდოს თავიდან დისკვალიფიკაცია და უმნიშნელოვანეს მატჩს არ გამოაკლდეს.
მსგავსი სიტუაცია 2010/2011 წლების სეზონშიც იყო. ლა ლიგის 26-ე ტურის მატჩში მესიმ “მესტალიაზე” ყვითელი ბარათი მიიღო, რაც რიგით მე-4 აღმოჩნდა. დისკვალიფიკაციის ზღვარზე მან ზედიზედ 4 მატჩი ჩაატარა: “სარაგოსა”, “სევილია”, “ხეტაფე” და “ვილიარეალი”. ამის შემდეგ კი მას “ელ კლასიკო” ელოდა. არგენტინელმა საბოლოოდ “რეალის” წინააღმდეგ მატჩამდე მე-5 ყვითელი ბარათი არ მიიღო და უმნიშვნელოვანეს მატჩს არ გამოაკლდა.
2011/2012 წლების სეზონშიც ანალოგიურად განმეორდა. მესის 4 ყვითელი ბარათი ჰქონდა, თუმცა მან “მალაგასთან”, “ვილიარეალთან”, “სოსიედადთან” და “ოსასუნასთან” ისე ითამაშა, რომ მომდევნო საკვანძო მატჩებს (“ვალენსია”, “ატლეტიკო”) არ დააკლდა.




ბარსელონაში არასდროს, არგენტინაში 1-ხელ მიიღო
sadebiuto tamashshi RAN
ბარსელონაში არასდროს, არგენტინაში 1-ხელ მიიღო
ამას წითელი აქვს ოდესნე მიღებული?
Geniosia es kaci fexburtiss meter!!!
Ki.mgoni buci
კი ბუცი უჭირავს, და სანამ შეიკრავდა მსაჯმა დროის გაყვანა დააბრალა და ყვითელი აჩვენა, თუმცა ბუცი შეტაკებაში გაძვრა. ეს ამ სეზონში იყო.
Ki.mgoni buci
არ მიიღებს… ძალით თუ არ იჩალიჩეს მეტოქემ და მსაჯმაა…
ნუმეროუნოა