კატალონიის “ბარსელონამ” და მადრიდის “რეალმა” “მანჩესტერ სიტის” არგენტინელი ფურვარდის, სერხიო კუნ აგუეროსთვის ბრძოლა განაახლეს.
ესპანელების ყურადღება არგენტინელმა იმით მიიპყრო, რომ ბოლო დროს “ქალაქელთა” ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. “სამეფო კლუბს” ყოვველთვის სურდა აგუეროს შეძენა, “ლურჯ-ბროწეულისფერები” კი წინააღმდეგნი არ არიან, რომ მესის გვერდით კიდევ ერთმა არგენტინელმა ითამაშოს.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ აგუეროს “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება. არგენტინელმა ამ სეზონში პრემიერ ლიგაში 18 მატჩი ჩაატარა და 11 გოლის გატანა მოახერხა.
