მონტევიდეოს “ლივერპულის” ახალგაზრდა ნახევარმცველი, ნიკოლას დე ლა კრუსი კატალონიის “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში მოხვდა.
კატალონიელების სპორტულმა დეპარტამენტმა 19 წლის ურუგვაელი ნახევარმცველზე ყურადღება მას შემდეგ გაამახვილა, რაც ლუის სუარესს გაესაუბრა.
დე ლა კრუსის უფლებები სააგენტო ჯგუფ “კასალს” ეკუთვნის. უნდა აღინიშნოს, რომ “ბარსელონას” ამ სააგენტოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.
ურუგვაის ჩემპიონატში 19 წლის ფეხბურთელმა 28 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

