Diaro Gol-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ფლამენგოს” თავდამსხმელმა, ვინისიუს ჯუნიორმა მსოფლიო ფეხბურთის ორი გიგანტის ყურადღება მიიპყრო.
წყაროს მიხედვით, ბრაზილიელი ფორვარდით მადრიდის “რეალი” და კატალონიის “ბარსელონა” დაინტერესდნენ. 17 წლის მოთამაშეს სამშობლოში ნეიმარ და სილვას ადარებენ.
ჯუნიორის კონტრაქტი “ფლამენგოსთან” 2019 წელს იწურება. ის 30 მილიონ ევროდაა შეფასებული.
