ლუის ენრიკეს მომავალი “ბარსელონაში” კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ესპანელი სპეციალისტის საბოლოო გადაწყვეტილება მიმდინარე სეზონის ბოლოს გახდება ცნობილი. Eurosport მიიჩნევს, რომ ასტურიელის “ბლაუგრანდან” წასვლა გარდაუვალია და ამის დამამტკიცებელ ნიშნებს განიხილავს.
გასული წლის აგვისტოს შემდეგ, ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენციებზე მესი მრავალჯერ მოიხსენია საქებარი სიტყვებით. ეს პატივი წილად ხვდათ ანდრეს ინიესტასა და ლუის სუარესსაც.
ლეოს შესახებ ენრიკე უმეტესად აღმატებით ხარისხში საუბრობს: “ის ყველა დროის საუკეთესოა”, “მესი სრულყოფილი ფეხბურთელია”, “არგენტინელი მომენტალურად აღწევს ფორმის პიკს”.
რთულია იმის დაჯერება, რომ ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო. ლუის ენრიკე გულუბრყვილოდ ცდილობდა ახალი, მეტად შემტევი, აგრესიული და ლეოზე ნაკლებად დამოკიდებული “ბარსელონას” შექმნას. 2014 წლის ოქტომბერში მან დემონსტრაციულად განაცხადა, რომ მესის რეკორდები არ ანაღვლებს, რის შემდეგ არგენტინელსა და ასტურიელს შორის ღია კონფლიქტი მოხდა. ენრიკე არჩევანის წინაშე დადგა: ან წესებს დაემორჩილება და ხატს, ადგილობრივ სიწმინდეს, პატივს მიაგებს, ან მიდის.
ლუჩომ პირველი სცენარი აირჩია და მომთმენი ადმინისტრატორის როლი მოირგო. მას შემდეგ “ბლაუგრანას” მწვრთნელი ხმაურიან განცხადებებს აღარ აკეთებს, სკანდალს გვერდს უვლის და იქცევა ისე, თითქოს მისი მიზანი ლეოსთვის კომფორტული გარემოს შექმნაა და არა გამარჯვება. “ბედნიერი ვიქნები, თუ მესი კარიერას “ბარსელონაში” დაასრულებს”-განაცხადა ლუისმა 2016 წლის ნოემბერში, როცა არგენტინელის მოსალოდნელი წასვლის შესახებ პრესაში ინფორმაცია გაჟღერდა.
მარტივია იმის გააზრება, რომ ენრიკე კატალონიური პრობლემებით ძალიან დაიღალა. სუარესის დისკვალიფიკაცია, მესისა და მასკერანოს სასჯელი, სატრანსფერო ბანი, ნეიმარის საქმე, პიკეს რეგულარული ისტერიკა და ახლა უკვე ლეოს კონტრაქტი. ამ ისტორიებმა ლუისს ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენეს.
პირველი ფოტოს გადაღებიდან 28 თვის შემდეგ, გავრცელდა მეორე, მაგრამ თითქოს სამჯერ მეტი დრო გავიდა.

Radio Marca-ს მიხედვით, ლუისი სეზონის ბოლოს აპირებს წასვლას, რადგან დაიღალა და მოთამაშეების მხარდაჭერას აღარ გრძნობს. ფორმალურად, მოლაპარაკება კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით აპრილში დაიწყება, მაგრამ ცოტაა იმის შანსი, რომ პროცესი წარმატებით ჩაივლის.
“ბარსელონამ” ამ დროისთვის შესაძლოა, ლა ლიგის მოგების შანსი საბოლოოდ დაკარგოს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი ივნისში ჩატარდება. კატალონიელებმა ლუისის შემცვლელი უნდა მოძებნონ, რადგან თუ ქვემოთ დაწერილ ტექსტს წავიკითხავთ, მივხვდებით, რომ ენრიკეს წასვლის 5 მიზეზი აქვს.
1. ლუისს არსებული ვითარება აშკარად თრგუნავს და აფერხებს. თითქოს, “ბარსელონას” სუპერვარსკვლავი მხოლოდ მაშინ გახდები, თუ მუდმივად მოიგებ ტიტულებს და “რეალს” თითოეულ “ელ კლასიკოზე” დაამარცხებ.
2 წლის განმავლობაში ლუჩომ “ბლაუგრანასთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, მაგრამ “მწვრთნელი-ამოცანის” სტატუსი შეინარჩუნა. მან კატალონიური კლუბის მთავარი მწვრნთელის პოსტზე 100 გამარჯვება უფრო სწრაფად მოიპოვა, ვიდრე ლეგენდარულმა ხოსეპ გვარდიოლამ, მაგრამ ეს ფაქტი არავის ანაღვლებს: მიიჩნევენ, რომ მთელი სამუშაო MSN-მ შეასრულა. ლუისს, რა თქმა უნდა, ამბიციები აქვს, რომელთა რეალობად ქცევა “კამპ ნოუზე” შეუძლებელია. დასკვნა: წასვლა საჭიროა.
2. ენრიკეს ესმის, რომ კადრობრივ პოლიტიკაზე არავითარი გავლენა არ აქვს. მაგალითად, ზაფხულში მას ბრავოს გუნდიდან წასვლა არ სურდა, მაგრამ კლუბმა მწვრთნელის სურვილი არ გაითვალისწინა და 33 წლის მეკარე “სიტიში” გაუშვა. ლუისმა სიმშვიდე შეინარჩუნა, რადგან სეზონის სტარტზე კონფლიქტი სასურველი არ არის.
3. ასტურიელს მოტივაცია თანდათან უქრება. დეკემბერში გამართული “ელ კლასიკოს” წინ მან განაცხადა, რომ დამარცხება ტრაგედია არ იქნება (9 ქულიანი სხვაობა მადრიდის “რეალთან”).
სიტუაცია უცვლელია: როცა ლუჩოს ლა ლიგის ტიტულის მოპოვებასთან დაკავშირებით კითხვებს უსვამენ, ის ჟურნალისტებს გასული წლების სატურნირო ცხრილზე დაკვირვებისკენ მოუწოდებს და მიმდინარე გათამაშებაზე არ საუბრობს.
4. ლუისმა “ბარსელონაში” დაახლოებით 30 მილიონი ევრო გამოიმუშავა. ეს თანხა 1-წლიანი დასვენებისთვის საკმარისია (როგორც ეს გვარდიოლამ გააკეთა). ენრიკეს არც იმაზე მოუწევს ნერვიულობა, რომ ახალ ხელშეკრულებას ვერ მიიღებს, რადგან ფული სიცოცხლის ბოლომდე ეყოფა.
5. ლუისმა შემცვლელი იპოვა – ხუან კარლოს უნსუე, მისი ასისტენტი. “ბარსელონა” ვალვერდესა და კუმანის ვარიანტებს განიხილავს, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ხელმძღვანელობამ ასტურიელის მოსაზრება გაითვალისწინოს (როგორც ეს გვარდიოლას შემთხვევაში მოხდა).
21-ე საუკუნეში ძალიან დიდ წარმატებას “ბარსელონას” სამმა მწვრთნელმა მიაღწია. რაიკაარდი ყველაზე დიდი ხანი მოღვაწეობდა, გუარდიოლამ საუკეთესო შედეგი აჩვენა, ენრიკემ კი – თავდადება.
წასვლის შემდეგ ლუჩოს დიდებულ ეპოქაზე არავინ ისაუბრებს, მაგრამ ესპანელს ვერ დაამცირებენ – ფაქტიურად, ენრიკემ თავი შესწირა კლუბს, რომელმაც “რომაში” განცდილი კრახის შემდეგ მასზე იმედები დაამყარა.
კატალონიელებს “ბარსელონური” წარსულის მქონე, ჭკვიანი პიროვნება სჭირდებოდათ. მათ აღმოაჩინეს ლუის ენრიკე, რომელამც დავალებას თავი გაართვა.
ენრიკეს ხილვა სხვა გუნდში საინტერესო იქნება, რადგან მრავალი ტიტულის მოპოვების შემდეგ ლუჩო საბოლოოდ შეძლებს იყოს ის, ვინც რეალურად არის. ასტურიელი ვალდებული აღარ იქნება მოერგოს გულშემატკივარს, მოთამაშეებსა და ხელმძღვანელობას, თუნდაც პირველ ჩავარდნამდე.




მეც კლოპი მინდა
ძალიან ბევრი მიზეზია, მაგრამ საქმეს ცივად უნდა მივუდგეთ.
მიზეზი არ არის ის რონ ამ კაცმა შარშან წინ ტრიპლეტი დადო და ა.შ. ფეხბურთი არის "დღეს" და მორჩა.
ნახევარდაცვა მოშლილია, მოუხედავად იმისია რომ ახალგაზრდებიც ვიყიდეთ მაინც ვერაფერი.
გუნდურობამ იკლო
რეალი 1-8 ესპანიოლი. 1930. ლა ლიგა.
რეალი 0-8 ვალენსია. 1998. კოპა დელ რეი.
რეალი 0-5 კაისერსლაუტენი. 1981. უეფას თასი.
რეალი 0-5 მილანი. 1989. ევროპის ლიგა.
რეალი 0-4 ალკორკონი. 2009. კოპა დელ რეი.
და მილაიო არა? :დდ რეალი – მილანი. 6 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება.
ბარსა – მილანი. 8 მოგება, 6 ფრე, 5 წაგება.
უდიდესი ანგარიშები.
რეალი
რეალი 0-5 მილანი.
რეალი 4-1 მილანი.
ბარსა
ბარსა 5-1 მილანი.
ბარსა 0-4 მილანი.
ბარსა 3-1 მილანი.
ბარსა 3-1 მილანი.
:დდდდდდ მილანი რატო ახსენე :დდდდდდდდ
ვის სად რა ენატრებოდა :დდდ ტიტულებს გადახედე.
ესპანეთის სულერ თასი – 1983-84, 1991-92, 1992-93, 1994-95, 1996-97, 2005-06, 2006-07, 2009-10, 2010-11, 2011-12, 2013-14, 2016-17…
ესპანეთის ლიგის თასი – 1982-83, 1985-86…
ლა ლიგა – 1928-29, 1944-45, 1947-48, 1948-49, 1951-52, 1952-53, 1958-59, 1959-60, 1973-74, 1984-85, 1990-91, 1991-92, 1992-93, 1993-94, 1997-98, 1998-99, 2004-05, 2005-06, 2008-09, 2009-10, 2010-11, 2012-13, 2014-15, 2015-16…
ევროპის სუპერ თასი – 1992-93, 1997-98, 2009-10, 2011-12, 2015-16…
თასების მფლობელთა თასი – 1978-79, 1981-82, 1988-89, 1996-97…
მსოფლიო თასი – 2009-10, 2011-12, 2015-16…
ჩემპიონთა ლიგა – 1991-92, 2005-06, 2008-09, 2010-11, 2014-15…
მეჩვიდმეტე საუკუნეში არააქ არაფერი მოგებული ვაღიარებ. აჰა
ეგ რა თქვი :დდდდდ ხის თასებიონ:დდდდდდ როგორი კულეც არ უნდა იყო ეგ როგორ უნდა თქვა… ხის კი არა თიხისა იყო თიხისა. თან გამომწვარი თიხა მააშ
Tqven yl.. gubds mag dros mzdgenirad gamodzedzili tasebic enatreboda )
კრიჭი კრიჭი მაკრატელი შენი სიტყვა გადავჭერი. აეგრე უფ
Barca ro miva manande damikavahirdi. Sheni pijoni da bo… gundi. Stoichkovidan dawyebuli neimarit damtavrebuli.. boz..banda…. mudanm realis chmoriiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii
Iiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii
Iiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii
Iiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii
ბარსა ბანძი, რეალი განძი :დდდდდ
ეგ რა თქვი :დდდდდ ხის თასებიონ:დდდდდდ როგორი კულეც არ უნდა იყო ეგ როგორ უნდა თქვა… ხის კი არა თიხისა იყო თიხისა. თან გამომწვარი თიხა მააშ
[quote=Makelele][/quote]
აუ რამდენი ვიცინე მიმიქარავს იუმორინა :დდდდ საღოლ ძმაო :დდდდდდ
Barca ki ara 10 wliani sagore, romelic realis donemde verasdros misunavs 🙂 xutians ver acilebul xart. Ori barca ro gadaaba mainc 10 liga gamovaa.
Kulemac icis da yvelamac rom reali ari safexburto mwvervali. Amis iqit agaaraa araferi. Klasika esaa. Realis fanebis garda amas veravin gamocdis!!!
Xoo eg gavigee shenii azriaa daa magazee AR vidzaxii aq gogoebiic shemodian da ginebisgan tavi unda Sheikavos yvelam sheenc meec da sxvebmac magas vidzaxi rac ginda weret barcaa realzee ogond koreqtulad
ძალიან მიკვირს თქვენი ვინც ამბობთ რომ უნდა დარჩესო.. სრული ბარდაგია გუნდში, 97 წლიდან ბარსას ვგულშემატკივრობ, ზოგჯერ ჩემპიონთა ლიგაზეც კი ვერ გავდიოდით, მაგრამ მხოლოდ ვილანოვას დროს იყო მსგავსი და მაშინაც კი არ იყო ასეთი ქაოსი და განუკითხაობა..
ავტორიტეტი 0 სტრატეგია და ტაქტიკა 0 სატრანსფერო პოლიტიკა 0 ამ რესურსის და შემადგენლობის გათვალისწინებით თამაშის ხარისხი 0
ერთადერთი გამოსავალია კუმანის მოყვანა გუნდში, თუნდაც ამას მესი შეეწიროს
Koreqtulad werret aq gogoebic shemodian Tu AR gevasebtt barcaaa araa sachiro gineba
ARA da luchoo unda darches Tu wava uechveli kumanii sxva ver moxodsvs
Yvelaferi kargad iqneba nu nerviulobt !!!
Iqneba ogond realis sasargeblod )) rac zizu movida mas mere gagankalebt. Ligaze atletiko gxmarobt :dd .. dinamo kievma 7-0 ro dagadot gaxsivt. 94 shi milanm :ddd visac uswordeboda is xmarobda am putanka gunds. 10 wliani sagore.. barcac deda shev….
Am saits unda erqvaa gorsamania.ge. gori gundis saitia. Figum imito airchia reali. Safexburto mwvervali samefo klubi amis iqit arafei araa. Yvekaze srulyofili da sauketeso klubi. Danarcheni misi monaaa!!!!
Shnairebi unda cocxlobdnen da angelozivit xalxi ixoceboides?sadari samartali.
დამაფიქრებელი ანალიზია…………….
ლუჩო უნდა დარჩესს….!!!
კამერუნი აფრიკის ჩემპიონია
♥♥♥♥♥♥♥
ლუჩო შენ არ მეისპე საცხა