ცნობილმა გამოცემა sports.ru-მ შეაჯამა ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის (ინგლისი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი) ყველაზე შედეგიანი გუნდები და მათგან საუკეთესო 7 გუნდი გამოყო. გთავაზობთ, ჩამონათვალს:
7. “ნაპოლი” – 70 გოლი 31 მატჩში.
“ნაპოლი” შვიდეულს ხსნის. მათი შედეგიანობის დასტურია “ბოლონიასთან” 7-1 მოგებული მატჩი. “ნაპოლის” მთავარი ფორვარდი დრის მერტენსია, რომელმაც 20 გოლი გაიტანა სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგაზე.
6. “მანჩესტერ სიტი” – 75 გოლი 35 მატჩში.
მართალია, პეპ გვარდიოლას და სერხიო აგუეროს პრობლემები აქვთ, მაგრამ “სიტიმ” ბევრი გოლი გაიტანა.
5. პსჟ – 82 გოლი 35 მატჩში.
ფრანგებს, მიუხედავად იმისა, რომ ლიგა 1-ში პრობლემები აქვთ, მაინც საკმაოდ ბევრი გოლი გააქვთ. ედისონ კავანი კი ზლატან იბრაჰიმოვიჩის მშვენიერი შემცვლელია. ის ლიგა 1-ის და პსჟ-ს მთავარი ბომბარდირია.
4. “არსენალი” – 83 გოლი 35 მატჩში
“არსენალს” მშვენიერი შედეგი აქვს.
3. მადრიდის “რეალი” – 98 გოლი 34 მატჩში.
მადრიდის “რეალი” ლიდერობს ლა ლიგის ცხრილს და ასევე, მათ თითქმის, 100 გოლი გაიტანეს 34 მატჩში.
2. “მონაკო” – 100 გოლი 38 მატჩში.
“მონაკო” ახლა, საფრანგეთის ჩემპიონატს ლიდერობს. ისინი, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში არიან. მათი მთავარი ბომბარდირი რადამელ ფალკაო, კარგ ფორმაშია.
1. “ბარსელონა” – 100 გოლი 36 მატჩში.
ცხადია, რომ კატალონიელებისთვის, ეს სეზონი საუკეთესო არ არის, მაგრამ ისინი შედეგიანობის მხრივ, ყველაზე ეფექტურები არიან. მესი და სუარესი, ლა ლიგის ბომბარდირებში 16-16 გოლით დამაჯერებლად ლიდერობენ.
აქ გოლებზეa და არა ჩატარებული თამაშების რაოდენობაზე . 34 მატჩი კი არა თუ გინდა 20 იყოს მაინც მესამეზე იქნებოდა )))
რა სისულელეს წერ.
კარგია ეგრე გააგრძელეთ
ar gava. kopas ar ushveben silqze
Spasiba dzmaa
ar gava. kopas ar ushveben silqze
mitxarit tu icit barça atletico universalze gava AR gaatarot dzalian gtxovt
170 uechveli acdebiaan. 200 bevrs arafers daakleben