ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონამ” თვალი მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა ნახევარმცველს, ისკო ალარკონს დაადგა.
კატალონიური პრესის ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფრებს” ისკოს სატრანსფერო ფასი ეძვირებათ და ფეხბურთელში 40 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებენ.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ისკოს “რეალთან” კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება, ფეხბურთელი გუნდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს.


