“ბარსელონა” შაბათს, უმასპინძლებს “ატლეტიკ ბილბაოს” და ეცდება, რომ გაიმყაროს პოზიცია ლა ლიგის ცხრილიში.
ცნობისთვის, “ბარსელონა”, ახლა მეორე ადგილზე იმყოფება, ლიდერ “რეალს” 4 ქულით ჩამორჩება და, ამასთანავე, “რეალს” ერთი მატჩი აქვს თადარიგში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობის გამო.
“ბარსელონამ” “ატლეტიკო” 2-1 დაამარცხა “ვისენტე კალდერონზე”, მომდევნო შეხვედრისთვის, კი “ბარსელონას” ჭირდება დასვენებული ფეხბურთელები, ამიტომაც არაა გამორიცხული როტაცია.
ტრავმები
“ბარსელონაში” კარგი სიახლეებია: ინიესტა, ბუსკეტსი და დინი ვარჯიშს დაუბრუნდნენ, მაგრამ მათ ჯერ არ მიუღიათ სამედიცინო შტაბიდან თამაშის ნებართვა.
გთავაზობთ, ამონარიდს ლუის ენრიკეს პრესკონფერენციიდან:
“თეორიულად, ისინი გუნდს დაუბრუნდნენ. მათ დღევანდელ [პარასკევი] ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა, ახლა ველოდებით სამედიცინო ნებართვას, მაგრამ მათი დაბრუნება, კარგი სიახლეა.”
დისკვალიფიკაციები
მართალია, ნეიმარმა “ატლეტიკოსთან” დისკვალიფიკაცია მიიღო, მაგრამ ის ლალიგის თამაშს არ გამოტოვებს. ასე რომ, ლუის ენრიკეს “ატლეტიკთან” დისკვალიფიკაციებზე სანერვიულო არ აქვს.
სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა
დიდი ალბათობით, კარში, იასპერ სილესენს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი შეცვლის.
მართალია, ინიესტა, დინი და ბუსკეტსი დაუბრუნდნენ ვარჯიშს, მაგრამ ლუის ენრიკე, ასეთ სიტუაციებში არ რისკავს ხოლმე. არაა გამორიცხული, რომ ისინი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთონ.
goal.com-ის ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ ს. რობერტო “ატლეტიკთან” დაისვენებს და მის ნაცვლად ალეიშ ვიდალი ითამაშებს.
დანარჩენი იხილეთ გრაფიკულად:

“ატლეტიკის” სიახლეები
“ატლეტიკი” ახლა მე-7 პოზიციაზეა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის მე-6 ადგილოსან “ვილიარეალს” 2, ხოლო მე-4 ადგილოსან “ატლეტიკოს” – 4 ქულით ჩამორჩება.
ერნესტო ვალვერდეს გუნდს, დიდი ალბათობით, დააკლდება ლაპორტი, რომელმაც წინა ვარჯიშზე არ ივარჯიშა.
კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საბინ მერინოს და ენეკო ბოვედას თამაშიც.
სტატისტიკა
– “ბარსელონას” “ატლეტიკითან” ბოლო 7 შეხვედრაში 6 გამარჯვება უგროვდება.
– “ბარსელონას”, ლა ლიგაში, ბასკებთან, ბოლო 12 შეხვედრაში, რომელიც “კამპ ნოუზე” გაიმართა, გამარჯვება აქვს. ეს მათი საუკეთესო სერიაა.
– ყველა ჩემპიონატზე, მესიმ ბოლო 25 შეხვედრაში “ატლეტიკის” კარი 20-ჯერ აიღო. ასევე არგენტინელმა, 9 შედეგიანი პასიც გააკეთა.
– “ბილბაოს” ფორვარდმა, არიც ადურისმა 7 გატანილი გოლით, გუნდს 9 ქულა მოუტანა. ეს საუკეთესო მაჩვენებელია მის გუნდში.




3-0 vigebd dges
axali var
იმედია ბიჭები სანახაობრივ და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებენ, და რაც მთავარია მოიგებენ