“ბარსელონას” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ნეიმარმა, “ატლეტიკოსთან” მატჩში, სადაც კატალონიელებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს, მორიგი ყვითელი ბარათი მიიღო.
ეს გაფრთხილება ბრაზილიელისთვის ტურნირის მიმდინარე გათამაშებაში მესამე გახდა და იძულებულია საპასუხო მატჩი გამოტოვოს.
“ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის საპასუხო მატჩი 7 თებერვალს, “კამპ ნოუზე” გაიმართება.
