“ბარსელონას” დაცვაში არსებული პრობლემის მოგვარება სურს. კატალონიური კლუბის რადარზე 3 ახალგაზრდა ფეხბურთელია.
Barcastuff-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძირითადი კანდიდატი “ვალენსიას” მცველი ჟოაუ კანსელუა. პორტუგალიელის სატრანსფერო ღირებულების გამო “ლურჯ-ბროწეულისფრები” ექტორ ბელერინისა (“არსენალი”) და ჯოშუა კიმიხის (“ბაიერნი”) ვარიანტებსაც განიხილავენ.
ახლო წარსულში “ბლაუგრანა” დარიო სრნას გაფორმებას ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ ფეხბურთელმა ტრანსფერზე უარი თქვა.



