workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საახალწლო საჩუქარი 2010 წლის საუკეთესო მწერლებს

საახალწლო საჩუქარი 2010 წლის საუკეთესო მწერლებს

საიტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა გასული წლის საუკეთესო მწერლებს შორის გამოავლინოს წლის საუკეთესო მწერალი და დაასაჩუქროს იგი. როგორც თვის საუკეთესო მწერლის გამოვლენის დროს ხდება ხოლმე, ამჯერადაც გვჭირდება საიტის მომხმარებელთა დახმარება. სიახლე ისაა, რომ საუკეთესო მწერლის გამოსავლენად მხოლოდ გამოკითხვაში გამარჯვება არ იქნება საკმარისი. უკვე შექმნილია 3-კაციანი ჟიური (რომლის შემადგენლობაც საიდუმლოა). ჟიურის თითოეულ წევრს აქვს 1 ხმის უფლება, ხოლო საიტზე არსებულ გამოკითხვაში გამარჯვებული მწერალი მიიღებს 2 ხმას. ხმების გაყოფის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ჟიურის გადაწყვეტილებას.

ვინაიდან ამ შემთხვევაში პრიზი უფრო სერიოზულია, ვიდრე თვის საუკეთესო მწერლისთვის განკუთვნილი ჯილდო, წესები უფრო მკაცრია – აკრძალულია ნებისმიერი სახის მოწოდება ხმის ამა თუ იმ კანდიდატისთვის მისაცემად.

რაც შეეხება პრიზს – 2010 წლის საუკეთესო მწერალი საჩუქრად მიიღებს “ბარსელონას” ფორმას, სასურველი ნომრისა და წარწერის გაკეთებითა და ბარსელონადან ჩამოტანით.

გამოკითხვა გაგრძელდება უახლოესი 2 კვირის განმავლობაში და იგი დასრულდება 18 იანვარს, ზუსტად ღამის 12 საათზე (17 და 18 იანვრის მიჯნაზე).

ადმინისტრაციის სახელით, მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენს საიტზე თუნდაც 1 სიახლე აქვს დაწერილი. გახსოვდეთ, თქვენს გარეშე ეს საიტი არ იარსებებდა.

აქვე დავამატებთ, რომ ყოველწლიურად საუკეთესო მწერლის გამოვლენა ტრადიციად იქცევა და რაც უფრო განვითარდება საიტი, მით უფრო მოიმატებს პრიზებიც. ამის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ ამიერიდან მწერლებს მოეთხოვებათ უკეთესი ხარისხი, ვიდრე აქამდე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში