Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” მაღალი თანამდებობის წევრებს შორის გამოკითხვა ჩატარდა, რომლის მიზანი პრობლემატური საკითხების გამოვლენა იყო.
საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ კლუბისთვის მნიშვნელოვანია სტადიონის რეკონსტრუქცია, ტიტულები, გუნდის შემადგენლობის ფორმირება, სამართლებრივი საკითხები და ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა.
ლიონელ მესის კონტრაქტი მნიშვნელოვან საკითხებს შორის მე-6 პოზიციას იკავებს. როგორც იცით, არგენტინელის ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულში იწურება.
