მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ენრიკემ “ბეტისთან” მატჩისთვის განაცხადი დაასახელა

ენრიკემ “ბეტისთან” მატჩისთვის განაცხადი დაასახელა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა იმ 18 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც “ბეტისთან” ხვალ, თბილისის დროით 15:00 საათზე გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდნენ.

სათასო დაპირისპირების გამოტოვების შემდეგ, განაცხადს დაუბრუნდა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რომელმაც ჟორდი მასიპი ჩაანაცვლა. განაცხადში სხვა ცვლილება არაა. ტრავმების გამო მოედანზე გასვლა კვლავ არ შეუძლიათ ინიესტას, ბუსკეტსსა და რაფინიას.

ხვალინდელი მატჩისთვის “ბარსელონას” განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სილესენი, პიკე, რაკიტიჩი, დენისი, თურანი, სუარესი, მესი, ნეიმარი, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, ს. რობერტო, გომეში, ვიდალი, უმტიტი, მატიე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში