ამ ბოლო სეზონებში, “ბარსელონას” ხშირად უწევს სათასო დაპირისპირებებში, დიეგო სიმეონეს მიერ გაწვრთნილი “ატლეტიკოს” წინააღმდეგ თამაში. სათასო მატჩებში, კი იგულისხმება ესპანეთის სუპერ თასი, ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა. 2013/14 წლების სეზონიდან მოყოლებული ეს გუნდები ამ სამ ტურნირზე ბევრჯერ შეხვდნენ ერთმანეთს.
სტატისტიკის მიხედვით, “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგიდან გამოგდება ორიდან ორ შემთხვევაში მოახერხა “ატლეტიკომ”, მაგრამ თასზე და სუპერ თასზე, “ატლეტიკო” ვერ უწევს წინააღმდეგობას “ბარსელონას”.
2013/14 წლების სეზონში, “ბარსელონამ”, “ატლეტიკო” ესპანეთის სუპერ თასზე, გასვლაზე გატანილი გოლის შედეგად დაამარცხა. იმავე სეზონის ჩემპიონთა ლიგაში, “ატლეტიკომ” 1/4 ფინალური დაპირისპირების მეორე თამაშში, კოკეს გოლით, დაამარცხა “ბარსელონა”.
მოგეხსენებათ, წარუმატებელი სეზონის შემდეგ, ტატა მარტინო დაითხოვეს. მის ნაცვლად, მოვიდა ლუის ენრიკე, რომელმაც 2014/15 წლებში “ატლეტიკო” ესპანეთის თასზე, 1-0 და 3-2 დაამარცხა. იმ სეზონში, “ბარსელონამ” ტრიპლეტი მოიგო.
უკანასკნელ სეზონში, “ატლეტიკომ” “ბარსელონას” გამოგდება მოახერხა ჩემპიონთა ლიგიდან.
ვნახოთ, რა მოხდეა ესპანეთის თასის ნახევარფინალში.




რომელზეც გადაწყვიტავენ…
ვინმე კაცი არ დაგვიმტრიონ საშიში გუნდია ატლეტიკო
მე იმის მეშინია ყველაზე მეტად ახალი დაბრუნებულები იქნებიან ინიესტა და ბუსკეტსი, იმ ნაჯახებმა არ დაგვიტრამვონ რომელიმე…ისე მგონია ძალიან გაგვიჭირდება მაგრამ მოვიგებთ…