“ბარსელონას” მცველმა, ხორდი ალბამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას მადრიდის “რეალის” მარცხი ახარებს. მან ასევე “სამეფო კლუბის” რამდენიმე წარმომადგენლის სიტყვებზე კომენტარი გააკეთა, მას შემდეგ, რაც გუნდმა ესპანეთის თასის 1/4 ფინალის ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო, “სელტას” წინააღმდეგ.
“არის შემთხვევები, როდესაც ტურნირის მორიგ ეტაპს ვერ გადიან და მისი მნიშვნელობის დაკნინებას იწყებენ. ეს უბრალოდ გამართლების ძიებაა, როდესაც ამბობენ, რომ ესპანეთის თასი მნიშვნელობას არ წარმოადგენს. “ბარსელონას” წარმომადგენელი ვარ, მე ყოველთვის მსურს “რეალის” მარცხი.” – ციტირებს ალბას სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, რომ “რეალი” ესპანეთის სამეფო თასის გათამაშებიდან “სელტამ”, 1/4 ფინალში გამოთიშა, “ბარსელონამ” კი “რეალ სოსიედადი” გაანადგურა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.



