მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსელონა“ – „სოსიედადი“: ციფრები

„ბარსელონა“ – „სოსიედადი“: ციფრები

“ბარსელონა” ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავიდა, დაამარცხა რა “რეალ სოსიედადი” “კამპ ნოუზე” ანგარიშით, 5-2. გთავაზობთ, ამ მატჩში დაფიქსირებულ ციფრებს.

  • “ბარსელონამ” ბასკები უკვე მეასედ დაამარცხა. მათ ისინი 76-ჯერ ლა ლიგაში, 22-ჯერ ესპანეთის თასზე, ხოლო 2-ჯერ, ნაკლებად ცნობილ, ესპანეთის ლიგის თასზე დაამარცხეს.
  • დენის სუარესი მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდა. მან უკვე ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა.
  • დენის სუარესმა, კარიერაში, მესამედ შეასრულა დუბლი. მან ეს მოახერხა “ბარსელონა ბ”-ში “ერკულესის” წინააღმდეგ და “ვილიარეალში” იგივე “სოსიედადის” წინააღმდეგ.
  • მესიმ, 2017 წელს გამართული 7 მატჩიდან, 6 მატჩში მოახერხა გოლის გატანა. მან მხოლოდ, “სოსიედადს”, თასის პირველ თამაშში ვერ გაუტანა.
  • მესიმ, 37 ზუსტი პასი გააკეთა, ეს ერთით მეტია, ვიდრე მისი თანამემამულის, ხავიერ მასკერანოს შედეგი.
  • ამ სეზონში მესამედ მოხდა, რომ პიკემ, მასკერანომ და უმტიტიმ ერთად ითამაშეს. ეს მოხდა “ლეგანესის”(5-1) და “მანჩესტერ სიტის”(4-0) წინააღმდეგ.
  • “რეალ სოსიედადმა”, ზედიზედ მეოცედ წააგო “კამპ ნოუზე”. მათ, ბოლოს, 1994/95 წლებში არ წააგეს ამ სტადიონზე. იმ მატჩში, ფრე, 1-1 დაფიქსირდა.
  • მიმდინარე სეზონში, კატალონიელებმა, 94 გოლი გაიტანეს. მათ 6 გოლიღა უკლიათ 100 გოლამდე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • giadvali
    schedule 27 იან 2017, 19:46

    უმტიტი და დენისი მაგარია

  • messi_iniesta
    schedule 27 იან 2017, 18:19

    ციტატა: KoCheQsa
    დენისი მაგარი ამოიქოქა დიდი მომავალი აქვს ამ ბიჭს


    inis adgilze kargad tamashobs.imedia metnaklebad chaanacvlebs inis.sikvdilad veravin shecvlis magram imeds vitov vigac gamochndeba chvens rigebshi vinc odnav mainc shegvimcirebs inis wasvlas

  • KoCheQsa
    schedule 27 იან 2017, 18:10

    დენისი მაგარი ამოიქოქა დიდი მომავალი აქვს ამ ბიჭს