მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დენისი: “მე და მესის განსაკუთრებული კავშირი გვაქვს”

დენისი: “მე და მესის განსაკუთრებული კავშირი გვაქვს”

“ბარსელონას” ახალგაზრდა ესპანელი ნახევარმცველი დენის სუარესი, “სოსიედადთან” სათასო შეხვედრაში დუბლის გაფორმების შემდეგ, რა თქმა უნდა, კარგ ხასიათზე იყო. 23 წლის ფეხბურთელმა მესისთან მის შეთამაშებასაც გაუსვა ხაზი.

“სოსიედადთან” თამაში გამომივიდა. გუნდი მატჩის დასაწყისიდანვე დომინირებდა, თუმცა მეტოქე პრესინგს მიმართავდა. პირველივე წუთებიდანვე ძალიან კონცენტრირებულნი ვიყავით, რადგან თუ მეტოქეს სივრცეს მივცემდით, დავისჯებოდით.

არ ვიცი, იყო თუ არა ეს მე-2 ტაიმი სეზონში საუკეთესო. თამაშის თავიდან ნახვაა საჭირო.

ახლა, “ბეტისთან” თამაშზე ფიქრის დროა.

მესი? ვფიქრობ, მე და მას განსაკუთრებული კავშირი გვაქვს.” – განაცხადა სუარესმა.

დენის სუარესის “ბარსელონას” პირველ გუნდში გადასვლიდან მალევე შესამჩნევი გახდა, რომ ის და მესი მოედანზე ერთმანეთს კარგად უგებდნენ. ეს გუშინაც კარგად გამოჩნდა – დენისს ერთი გოლი სწორედ ლეომ გაატანინა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში