რამდენიმე წუთის წინ, “ბარსელონამ”, ესპანეთის თასის 1/4-ფინალის განმეორებით შეხვედრაში, “რეალ სოსიედადი” 5:2 გაანადგურა, 2 მატჩის ჯამში 6:2 მოიგო და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ამ დროისთვის, ლუის ენრიკეს გუნდის ყველა პოტენციური მეტოქე უკვე ცნობილი იყო. “ბარსელონა”, ნახევარფინალში, “ატლეტიკოს”, “სელტას”, ან “ალავესს” შეხვდება.
წილისყრა პარასკევს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.



