ფრანგული “მარსელის” და ბერძნული “ოლიმპიკოსის” ყოფილმა მწვრთნელმა, მიგელ მიჩელმა პრესასთან ინტერვიუში “ბარსელონას” ხორვატ ნახევარმცველზე, ივან რაკიტიჩზე ისაუბრა. მიჩელი, რომელიც რაკიტიჩთან “სევილიაში” მუშაობის დროს თანამშრომლობდა აცხადებს, რომ მან “ლურჯ-ბროწეულისფრები” არ უნდა დატოვოს. იტყობინება, Marca.
“მე ველაპარაკე ლუის ენრიკეს, როდესაც მათ რაკიტიჩი შეიძინეს. მას ვუთხარი, რომ ძალიან ძლიერი მოთამაშე ჰყავთ. ვფიქრობ, რაკიტიჩი “ბარსელონას” არ დატოვებს. ის იდეალურად ერგება კლუბის ფილოსოფიას. ის შეცდომას არ დაუშვებს. ყველა ფეხბურთელი ოცნებობს “ბარსელონაში” და “რეალში” თამაშზე. შესაძლოა, “ბარსელონაში” ყოფნით ფული დაკარგო, მაგრამ პრესტიჟს მოიგებ.” – განაცხადა, მიჩელმა.
მეც ეგრე მგონია :))