კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეული, სამუელ უმტიტი მიიჩნევს, რომ მისი თანამემამულე ალექსანდრ ლაკაზეტი “ლიონს” უახლოეს მომავალში დატოვებს.
“ლიონს” დიდ პატივს ვცემ, ეს ერთ-ერთი უძლიერესი ფრანგული კლუბია, მაგრამ დადგება დრო, როცა ლაკაზეტი გუნდს პროგრესირების სურვილის გამო დატოვებს.
ლაკაზეტს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ მას ამის სურვილი გაუჩნდება. ალექსანდრი უბრალოდ შესაფერის მომენტს ეძებს.”-განაცხადა უმტიტიმ.
გასულ ზაფხულში ლაკაზეტი სოციალურ ქსელებში “ბარსელონას” გვერდების მომწონებელ/მიმდევარი გახდა და ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ამით კატალონიურ გუნდში თამაშის სურვილი გამოხატა.