მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” “სიტისგან” შემოთავაზება არ მიუღია

“ბარსელონას” “სიტისგან” შემოთავაზება არ მიუღია

“ბარსელონა” დარწმუნებულია, რომ ივან რაკიტიჩი უახლოეს მომავალში კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მიუხედავად “მანჩესტერ სიტის” ინტერესისა, იტყობინება Goal.

გამოცემის თანახმად, “ბარსელონას” “მანჩესტერ სიტისგან” შემოთავაზება არ მიუღია, თავად 28 წლის ხორვატ ნახევარმცველს კი კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. მიმდინარე ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულში იწურება.

ადრე “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ვიცე-პრეზიდენტმა, ხორდი მესტრემ განაცხადა, რომ კლუბი ნახევარმცველთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს, მთავარი მწვრთნელის თქმით კი, ივანის ინგლისში სავარაუდო გადაბარგების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში