მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” რაკიტიჩს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა

“ბარსელონამ” რაკიტიჩს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა

ივან რაკიტიჩი “ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა. კატალონიურმა კლუბმა ხორვატ ფეხბურთელს ახალი ხელშეკრულება შესთავაზა, რომელიც 2022 წლის 30 ივნისამდე იქნება ვადაში. 

ივანმა უნდა გადაწყვიტოს, აკმაყოფილებს თუ არა მას კონტრაქტის პირობები. შეგახსენებთ, რომ მისი მიმდინარე ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულში იწურება. ადრე თავად რაკიტიჩმა აღნიშნა, რომ “ბარსელონას” დატოვება არ სურს.

მიმდინარე სეზონში ხორვატმა პრიმერა დივიზიონში 13 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში