კატალონიური გუნდის ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი “რეალ სოსიედადის” შუახაზელს, ასიერ ილიარამენდის გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ გუშინ გამართულ შეხვედრაში, ლიონელ მესის წითელი ბარათი უნდა მიეღო.
“არ მესმის, რაზე ჩივის ილიარამენდი. ზოგჯერ, უმჯობესია, მობილური ტელეფონი ჯიბიდან არ ამოვიღოთ, რადგან თამაშის შემდეგ ყველა ემოციებში ვართ.” – განაცხადა რაკიტიჩმა.
ხორვატ ნახევარმცველს ილიარამენდიმ მალევე უპასუხა: “ყველა თავისას ამბობს. რაკიტიჩს არ აწყენდა, ამ ეპიზოდის კადრები საკუთარ ტელეფონში ენახა.”


