“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ხოსე მარია ბაკერო კატალონიური გუნდის უკანახაზელს, ჟერარ პიკეს იცავს. ეს უკანასკნელი ჟურნალისტებისა თუ გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოხვდა. ამის მთავარი მიზეზი კი მის მიერ “რეალისა” და მადრიდული გუნდის ფეხბურთელების მისამართით გაკეთებული კომენტარებია.
“არ შეიძლება, პიკეს ვაიძულოთ იმის თქმა, რასაც ის არ ფიქრობს. თუ მოედანზე საჭიროა გარკვეული თვისებების მქონე ფეხბურთელები, ასევეა მოედანს მიღმაც. გონიერება უნდა გამოვიჩინოთ და არსებული სიტუაცია სწორად შევაფასოთ. თუ ფეხბურთელს თავისი აზრი გააჩნია და ის თავის ქმედებებში თანმიმდევრულია, მაშინ, ამას გარკვეული მნიშვნელობა აქვს.” – აცხადებს ბაკერო.
