workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გვარდიოლა “ლევანტესთან” მატჩის წინ

გვარდიოლა “ლევანტესთან” მატჩის წინ

გვარდიოლამ წელს პირველი პრესკონფერენცია გამართა “ლევანტესთან” მატჩის წინ.

“2010 წელი ჩვენ ძალიან კარგად დავასრულეთ და იმედი მაქვს ასევე გავაგრძელებთ 2011 წელსაც. ჩვენ ვიყავით ახლა გასულები არდადაგებზე, სულ რამდენიმე დღის წინ შევიკრიბეთ, ამიტომაც მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება წლის პირველი მატჩისათვის. ეს მატჩი ერთგვარი ხაფანგია ჩვენთვის, რადგანაც დღესასწაულების შემდეგ გვიწევს თამაში, გაიხსენეთ “მალიორკა” და “ვილიარეალი”, ამიტომაც მაქსიმალურად კონცენტრაცია გვესაჭიროება ამ მატჩზე”.

ჟურნალისტებმა ბუნებრივია დაუსვეს კითხვა “ლევანტეს” შესახებ, რომელმა 8:0 წააგო “რეალთან” სათასო შეხვედრაში.“ის სულ სხვა ტურნირია, ეს სულ სხვა. ამიტომაც პარალელის გავლება არ შეიძლება, თანაც ახლა სულ სხვანაირადაა სიტუაცია. ყველა გუნდი, რომელიც ჩამოდის “კამპ ნოუზე” მაქსიმალურად ფრთხილად და მობილიზებულად თამაშობს, ამიტომაც ჩვენც იგივე გვმართებს, რათა ჩვენი გულშემატკივარი ჩვენგან მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას ელოდება და ჩვენც ვალდებულნი ვართ ისინი გავახაროთ”.

გვარდიოლამ გულშემატკივრებს მოუწოდა, სტადიონზე მისვლისაკენ, რადგანაც მათთან ერთად გუნდი უფრო კარგად ითამაშებს.

გუნდს “ლევანტესთან” პიკე, პუიოლი, მესი და აფელაი ვერ დაეხმარებიან. გვარდიოლამ გაამახვილა ყურადღება ჰოლანდიელ ფეხბურთელზე. “მან უკვე მესამედ ივარჯიშა გუნდთან ერთად, პირველი შეხედულებები დადებითია, ეს ფეხბურთელი ჩვენს გუნდს გამოადგება და “ბლაუგრანას” მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება. ახლა მთავარია, რომ მოვაგვაროთ ყველაფერი ენასთან დაკავშირებით, რათა მას თავისუფლად შეეძლოს ურთიერთობა უკლებლივ ყველა ფეხბურთელთან”.

ხვალ თუკი მოედანზე ჩავი ერნანდესმა ითამაშა, იგი მატჩების რაოდენობით გაუთანაბრდება მიგელს. “ჩავი დიდებული ფეხბურთელია, მე ნამდვილად ვამაყობ “ბარსელონას” მე–6 ნომრით, მე მომეცა საშუალება მასთან ერთად მეთამაშა და ახლა ვარ უბედნიერესი ადამიანი, რადგანაც ვარ მისი მწვრთნელი”.

გვარდიოლამ დასასრულს აღნიშნა გაბი მილიტოს დაბრუნება, რომელიც დროული აღმოჩნდა მისი გუნდისათვის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward